აზერბაიჯანის გრანპრის პოული „ფერარიმ“ მოიგო #1TVSPORT
აზერბაიჯანის გრანპრის პოული „ფერარიმ“ მოიგო #1TVSPORT

კვირას, ბაქოში ფორმულა 1-ში მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი გაიმართება – აზერბაიჯანის გრანპრი. შაბათს საკვალიფიკაციო რბოლა შედგა, რომელშიც გაიმარჯვა „ფერარის“ მონაკოელმა პილოტმა შარლ ლეკლერმა. ეს იყო მისი მეცხრე პოული კარიერაში და ზედიზედ მეორე ამ ჩემპიონატში. მასთან ერთად სასტარტო ბილიკის პირველ რიგში იქნება „მერსედესის“ პილოტი ლუის ჰემილტონი. ჩემპიონატის ლიდერს მაქს ფერსტაპენს „რედ ბულიდან“ მესამე სასტარტო პოზიცია ექნება.

აზერბაიჯანის გრანპრი მეხუთედ ჩატარდება. წინა ოთხი შემთხვევიდან მხოლოდ ორჯერ მოიგო რბოლა პოულის მფლობელმა, ხოლო 2017 წელს გაიმარჯვა დანიელ რიკარდომ, რომელმაც მეათე პოზიციიდან აიღო სტარტი. მაგრამ ბოლო გრანპრიზე ფინიშზე პირველი სამეული ზუსტად იგივე იყო, როგორც კვალიფიკაციის დროს.

 

აზერბაიჯანის გრანპრის სასტარტი განლაგება

  1. ლეკლერი (Ferrari) – 2. ჰემილტონი (Mercedes)
  2. ფერსტაპენი (Red Bull) – 4. გასლი (AlphaTauri)
  3. საინსი (Ferrari) – 6. ნორისი (McLaren)
  4. პერესი (Red Bull) – 8. ცუნოდა (AlphaTauri)
  5. ალონსო (Alpine) – ბოტასი (Mercedes)
  6. ფეტელი (Aston Martin) – ოკონი (Alpine)
  7. რიკარდო (McLaren) – 14. რაიკონენი (Alfa Romeo)
  8. რასელი (Williams) – 16. ლაფიტი (Williams)
  9. შუმახერი (Haas) – 18. მაზეპინი (Haas)
  10. სტროლი (Aston Martin) – 20. ჯოვინაცი (Alfa Romeo)

 

საერთო ჩათვლა 5 ეტაპის შემდეგ (TOP10)

  1. 1. მაქს ფერსტაპენი – 105 ქულა (2 მოგება)
  2. 2. ლუის ჰემილტონი – 101 (3)
  3. ლანდო ნორისი – 56
  4. ვალტერ ბოტასი – 47
  5. სერხიო პერესი – 44
  6. შარლ ლეკლერი – 40
  7. კარლოს საინსი – 38
  8. დანიელ რიკარდო – 24
  9. პიერ გასლი – 16
  10. ესტებან ოკონი – 12