აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფერნანდუ სანტუში გაათავისუფლა #1TVSPORT
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფერნანდუ სანტუში გაათავისუფლა #1TVSPORT

აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფერნანდუ სანტუში გაათავისუფლა.

პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა 11 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გამარჯვება ვერ მოიპოვა – მხოლოდ 2 ფრე და 9 მარცხი. ბოლოს გუნდი ისლანდიასთან 0:5 დამარცხდა.

ცნობილი ხდება, რომ კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ სანტუში კომპენსაციის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.

2016 წელს ფერნანდუ სანტუშთან ერთად პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2019 წელს – ერთა ლიგა.