აზერბაიჯანის ცესკო-მ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ოქმი დაამტკიცა
აზერბაიჯანის ცესკო-მ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ოქმი დაამტკიცა

აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო ოქმი დაამტკიცა. შესაბამისი გადაწყვეტილება ცესკო-ს სხდომაზე მიიღეს.

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის ცესკო-მ ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების შედეგები მხოლოდ ოთხ ოლქში გააუქმა.

აზერბაიჯანის კანონმდებლობით, ამის შემდეგ ეს ოქმი და სხვა დოკუმენტაცია აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნება, რომელსაც არჩევნების შედეგების დასამტკიცებლად 10 დღე ექნება.

წინასწარი მონაცემებით, ვადამდელი არჩვენების შედეგად აზერბაიჯანის მილი მეჯლისში 125 ადგილიდან მმართველ პარტია „იენი აზერბაიჯანი“ 72 მანდატს მიიღებს, კიდევ 41 მანდატს დამოუკიდებელი კანდიდატები, ხოლო დანარჩენს სხვა პარტიები გაინაწილებენ.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 9 თებერვალს გაიმართა.