აზერბაიჯანი სომხეთს ტერტერის, აღდამის, აღჯაბადისა და ფიზულის რაიონების დაბომბვაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანი სომხეთს ტერტერის, აღდამის, აღჯაბადისა და ფიზულის რაიონების დაბომბვაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთის არმიას ტერტერის, აღდამის, აღჯაბადისა და ფიზულის რაიონების დაბომბვაში ადანაშაულებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ბაქოში ამბობენ, რომ სომხეთის სარაკეტო იერიშის სამიზნე ქალაქი განჯაც გახდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევი განცხადებით, ქალაქი განჯა სომხეთის ვარდენისის რაიონიდან დაიბომბა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს სომხეთის არმიის დაბომბვების შედეგად 41 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

„ეს არის რუსეთის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების უპატივცემულობა და სომხური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოვლინება“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.