აზერბაიჯანი და უზბეკეთი 2027 წელს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ #1TVSPORT

11:35, 03.10.2025

20-წლამდე ფეხბურთელებს შორის მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა მოიპოვეს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ამ დღეებში ჩილეში მიმდინარეობს 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ფინალი 19 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი