აზერბაიჯანელმა ნახევარმცველმა გოლი მხედრული სალმით აღნიშნა
აზერბაიჯანელმა ნახევარმცველმა გოლი მხედრული სალმით აღნიშნა

ნიჯატ ყურბანოვმა თბილისის „მერანთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და იმ ჟესტზეც ილაპარაკა, რომლითაც გოლი აღნიშნა.

„მერანთან“ კარგად ვითამაშეთ. მატჩის სტარტზე გოლი გავუშვით, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო. თუ შემდეგ თამაშებშიც ასე ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს ჩავდებთ, შედეგი აუცილებლად იქნება. რაც შეეხება გოლის აღნიშვნას, ამ ჟესტით გოლი მივუძღვენი ყველა ჩემს თანამემამულეს, რომლებიც ომის დროს დაიღუპნენ. ახლა მათი ოჯახის წევრები და ახლობლები მძიმე ვითარებაში არიან და მსურდა მათთვის თანადგომა გამომეცხადებინა,“ – ამბობს ნიჯათ ყურბანოვი.

ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში თბილისის „მერანთან“ „სამტრედიას“ ფეხბურთელმა ნიჯატ ყურბანოვმა გადამწყვეტი გოლი პენალტით გაიტანა და მისმა გუნდმა ანგარიშით 2:1 მოიგო, აზერბაიჯანელმა ნახევარმცველმა გოლი მხედრული სალმით აღნიშნა.