აზარმა „რეალში“ პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)
აზარმა „რეალში“ პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა მადრიდის „რეალმა“. მან 1:0 დაამარცხა ავსტრიული „ზალცბურგი“. ეს მატჩი იმით იყო აღსანიშნავი, რომ თავისი პირველი გოლი გაიტანა მადრიდელთა რიგებში ვარსკვლავურმა ახალწვეულმა ედენ აზარმა. მან მე-19 წუთზე გამოიჩინა თავი.

„რეალმა“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

კურტუა, სერხიო რამოსი, მარსელო, ვარანი, ედერ მილიტაო (46. ნაჩო), დანიელ კარვახალი (76. ოდრიოსოლა), კროოსი, კაზემირო (46. ვალვერდე), ისკო (76. ვასკესი), აზარი (62. იოვიჩი), ბენზემა (76. ვინისიუსი).

ესპანეთის ჩემპიონატის სტარტამდე (17 აგვისტო), „რეალი“ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს – 11 აგვისტოს „რომას“ შეხდება.