აზარმა „რეალის“ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო #1TVSPORT
აზარმა „რეალის“ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ შემტევმა ედენ აზარმა, შესაძლოა, ვერ ითამაშოს 24 ივლისს ლას ვეგასში დანიშნული საწვრთნელი მატჩი „ბარსელონას“ წინააღმდეგ.

როგორც გაზეთი AS წერს, 31 წლის ბელგიელმა ორი დღის წინ „რეალის“ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

ესპანეთის ჩემპიონი ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეში იმყოფება. „რეალისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა თბილისის დროით დილის შვიდ საათზე დაიწყება.

გასულ სეზონში აზარმა „რეალის“ რიგებში ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.