აზარმა „ჩელსისთან“ ახალი კონტრაქტი შეათანხმა
აზარმა „ჩელსისთან“ ახალი კონტრაქტი შეათანხმა

ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობამ ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა თავის ბელგიელ სუპერვარსკვლავთან ედენ აზართან. განახლებული ხელშეკრულების თანახმად, აზარი „არისტოკრატების“ რიგებში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება და სეზონში 16 მილიონ ევროს მიიღებს.

როგორც ინგლისური მედია ამტკიცებს, ახალ კონტრაქტს ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება.