აზარის ფენომენალური გოლით ჩელსიმ ენფილდზე ლივერპულს მოუგო (ვიდეო)
პრემიერლიგის ლიდერები, „ლივერპული“ და „ჩელსი“, ერთმანეთს ინგლისის ლიგის თასის 1/16 ფინალში შეხვდნენ.
56-ე წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს – „ლივერპული“ ზუსტი „მაკრატელათი“ დანიელ სტარიჯმა დააწინაურა.
„ჩელსიმ“ ანგარიში 79-ე წუთზე გაათანაბრა, როცა ემერსონმა მეტოქის საჯარიმოში ყველას აჯობა დამატებაზე.
გამარჯვების გოლი კი „ჩელსის“ ლიდერმა ედენ აზარმა გაიტანა: ფენომენალური დრიბლინგის შემდეგ, ბელგიელმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა.
1:2 და „ლივერპულმა“ ამ სეზონში პირველი ოფიციალური მატჩი წააგო.
სამი დღის შემდეგ, ეს გუნდები უკვე პრემიერლიგაში შეხვდებიან ერთმანეთს და მასპინძელი „ჩელსი“ იქნება.
⚽ Daniel Sturridge goal vs Chelsea wasn’t enough to attain victory for Liverpool…. but still brilliant! 💯 pic.twitter.com/VrI018BLRM
— CY☆9NEXUS (@D9INE_NEXUS_) September 26, 2018