აზარი „რეალში“ იდეალურ ფორმაში დაბრუნდა #1TVSPORT

23:28, 14.07.2022

„რეალის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა პირველი ვარჯიში გამართა მადრიდულ კლუბში დაბრუნების შემდეგ.

როგორც გაზეთი „მარკა“ წერს, 31 წლის ბელგიელი არდადეგებიდან იდეალურ ფორმაში დაბრუნდა და შთაბეჭდილება მოახდინა მთავარ მწვრთნელზე კარლო ანჩელოტიზე.

გასულ სეზონში აზარმა 23 მატჩში ერთ გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი