აზარი გამოჯანმრთელდა და უახლოეს მატჩში თამაში შეუძლია
აზარი გამოჯანმრთელდა და უახლოეს მატჩში თამაში შეუძლია

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ტრავმისგან სრულად გამოჯანმრთელდა. ბელგიელმა პირველად ივარჯიშა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, – წერს ესპანური პრესა.

როგორც იუწყებიან, აზარმა გამოთქვა სურვილი – მონაწილეობა მიიღოს თავისი გუნდის უახლოეს მატჩში. ეს არის ხუთშაბათს, ესპანეთის თასის შეხვედრა „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ. შემტევი ნახევარმცველის მოედანზე გასვლის გადაწყვეტილებას უშუალოდ მატჩის წინ მიიღებენ.

სამშაბათს ვარჯიში გამოტოვა განაპირა მცველმა დანიელ კარვახალმა, რომელმაც დაზიანება შაბათს, მადრიდულ დერბიში მიიღო. ინდივიდუალურად მუშაობდნენ კაზემირო, ლუკას ვასკესი და მარიანო დიასი.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის აზარმა ტრავმა ჯერ კიდევ ნოემბერის ბოლოს, „პარი სენ-ჟერმენთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო. 2019-20 წლების სეზონში მან „რეალის” რიგებში 13 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი შეასრულა.