აზარი ფეხის არეში ტკივილს უჩივის, მაგრამ ექიმები მიზეზს ვერ პოულობენ
აზარი ფეხის არეში ტკივილს უჩივის, მაგრამ ექიმები მიზეზს ვერ პოულობენ

მადრიდის „რეალის“ შემტევ ნახევარმცველ ედენ აზარს მტკივნეული შეგრძნებები აქვს აქილევსის მყესის არეში.

ბელგიელმა ფეხბურთელმა ესპანეთში თავის სადებიუტო სეზონში უკვე 24 მატჩი გამოტოვა. კლუბში შიშობენ, რომ აზარმა ივნისის ბოლოს, „ესპანიოლთან“ თამაშში ტრავმის რეციდივი მიიღო. მას შემდეგ, ნახევარმცველი „რეალის“ განაცხადში აღარ მოხვედრილა.

როგორც რადიო „კადენა სერი“ იტყობინება, თავად ფეხბურთელი აქილევსის მყესის არეში უჩივის ტკივილებს. „რეალის“ ექიმებმა აზარს დაზიანება ვერ აღმოუჩინეს, მაგრამ ბელგიელი ირწმუნება, რომ ეს არ არის ფსიქოლოგიური სახის პრობლემა.

ამ სეზონში ედენ აზარმა 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა.