აზარი „ელ-კლასიკოსთვის“ აღდგენას ვერ მოასწრებს
აზარი „ელ-კლასიკოსთვის“ აღდგენას ვერ მოასწრებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ვერ მოასწრებს აღდგენას ესპანეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურისთვის, რომელშიც მისი გუნდი სეზონის პირველ „ელ-კლასიკოში“ „ბარსელონას“ შეხვდება.

სექტემბრის ბოლოს, ბელგიელმა მარჯვენა ფეხზე კუნთის ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მკურნალობის კურსს გადის. მადრიდელთა სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა – არ დააჩქაროს აზარის აღდგენის პროცესი, რათა გამორიცხოს მომავალში აღნიშნული ტრავმის რეციდივი.

„ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის მატჩი 24 ოქტომბერს, „კამპ ნოუზე“ გაიმართება.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც აზარი „რეალში“ გადავიდა, ბელგიელის ღირებულება 90 მილიონი ევროთი დაეცა.