აზარი „ელ კლასიკოს“ ტრავმის გამო გამოტოვებს
აზარი „ელ კლასიკოს“ ტრავმის გამო გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ესპანეთის ჩემპიონატში „ელ კლასიკოდ“ წოდებულ მატჩს ფეხის ტრავმის გამო გამოტოვებს – იუწყება გამოცემა Marca.

„რეალი“ 18 დეკემბერს, თავის მუდმივ კონკურენტს „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. სამედიცინო კვლევამ აჩვენა, რომ ედენ აზარის ტრავმა სერიოზულია და აღდგენას დრო დასჭირდება.

მიმდინარე სეზონში აზარმა ესპანეთის ჩემპიონატში 10 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ბელგიელი ფეხბურთელი „რეალში“ „ჩელსიდან“ გადმოვიდა, რაც მადრიდულ კლუბს 110 მილიონი ევრო დაუჯდა.