აზარი 18 ნოემბრამდე ვერ ითამაშებს
აზარი 18 ნოემბრამდე ვერ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ედენ აზარის აღდგენის პროცესი გაჭიანურდა. იტყობინებიან, რომ ბელგიელი მოედანზე დაბრუნებას ნოემბრის სანაკრებო პაუზის (10-18 ნოემბერი) შემდეგ იმედოვებს.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერის ბოლოს აზარმა მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო და მას შემდეგ აღდგენით კურსს გადის. სამწვრთნელო შტაბს არ სურს ამ პროცესის ფორსირება, რათა სურს გამორიცხოს მომავალში ტრავმის რეციდივი.

გასულ სეზონში აზარმა 16 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში და ერთი გოლი გაიტანა. ბელგიელი მადრიდში „ჩელსიდან“ 2019 წელს, 100 მილიონ ევროდ გადავიდა.