აზარი 15 დღეს გამოტოვებს
აზარი 15 დღეს გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ტრავმის გამო მინიმუმ 15 დღეს გამოტოვებს. ბელგიელმა ფეხბურთელმა დაზიანება ლა ლიგას მე-11 ტურში „ალავესის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო. 29 წლის აზარმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და ის 28-ე წუთზე შეცვალეს.

სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ნახევარმცველს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. ჟურნალისტმა ლუის სანჩესმა საკუთარ „ტვიტერზე” დაწერა, რომ აზარის თამაში ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ პრაქტიკულად გამორიცხულია. ეს შეხვედრა 12 დეკემბერს არის დანიშნული.

აღსანიშნავია, რომ ეს არის აზარის მერვე ტრავმა 2019 წლის ზაფხულის შემდეგ, როცა ბელგიელი „ჩელსიდან“ „რეალში“ გადავიდა.