აზარენკა სტივენსთან თითქმის უშანსოდ დამარცხდა
აზარენკა სტივენსთან თითქმის უშანსოდ დამარცხდა

ინდიან უელსის ქალთა ტურნირზე მეთექვსმეტედფინალური ეტაპი დაიწყო. დღის მთავარ მატჩში მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბელარუსი ვიქტორია აზარენკა აშშ-ის ღია პირველობის მოქმედ ჩემპიონს, ამერიკელ სლოან სტივენსს ხვდებოდა.

აზარენკა 2018 წელს პირველ ტურნირს თამაშობს და აშკარად დაეტყო უთამაშებლობა. სტივენსთან მატჩი მან ბრეიკით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ შვიდი გეიმი წააგო და 1:6, 0:1 ჩამორჩა.

ბელარუსმა მეორე სეტის სტარტზე შეძლო გაბრძოლება და მეტოქის ორ ბრეიკს ორჯერ უკუბრეიკით უპასუხა – 2:2. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები კარგა ხანს დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს, სანამ ამერიკელმა მე-11 გეიმში კიდევ ერთი ბრეიკი არ შეასრულა – 6:5. მოგვიანებით, სტივენსმა მატჩზე დამაჯერებლად ჩააწოდა და საათსა და 16 წუთში 6:1, 7:5 მოიგო.

ამერიკელმა პირველად მოუგო აზარენკას. მანამდე ბელარუსს სამიდან სამი მატჩი ჰქონდა მოგებული.