აზაცკი ქუთაისელებს უბრუნდება
აზაცკი ქუთაისელებს უბრუნდება

ქუთაისის „ტორპედო“ 3 თებერვალს თურქეთში გაემგზავრება და სეზონისთვის მზადებას იქ გააგრძელებს.

გუნდთან დაკავშირებული ერთი მნიშნელოვანი სიახლე უკვე ცნობილია – გუნდს ოლექსანდ აზაცკი შეუერთდება. ინფორმაცია უკრაინელი ლეგიონერის დაბრუნების შესახებ პირველ არხს ქუთაისურ კლუბში ოფიციალურად დაუდასტურეს.

ბათუმის „დინამოსთან“ მოვიგეთ და ეს ყოველთვის კარგია მოტივაციისთვის. მოსამზადებელი პერიოდის პირველი ეტაპი ქუთაისში გავიარეთ, ორ დღეში კი თურქეთში გავემგზავრებით და მზადებას იქ გავაგრძელებთ. სამწუხაროდ, რამდენიმე ლეგიონერთან დამშვიდობება მოგვიწია, მაგრამ ახალი ფეხბურთელებიც გვყავს და მათი თამაშით ამ ეტაპზე კმაყოფილები ვართ. ორ დღეში კი ოლექსანდრ აზაცკის საკითხიც გადაწყდება და ის უკვე თურქეთში შემოგვიერთდება” – ეს პირველ არხთან მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა მიხეილ აშვეთიამ განაცხადა.