პარიზში გაიმართა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრიზების გადაცემის ცერემონია.
ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა მეექვსედ მიიღო ფორმულა 1-ის საჩემპიონო თასი. ის ტიტულების რაოდენობით მხოლოდ მიხაელ შუმახერს ჩამორჩება, რომელიც შვიდჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი.
„მერსედესმა“ მიიღო კონსტრუქტორთა თასი გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებისთვის.
ავტოსპორტში წლის ახალბედას პრიზი გადაეცა „რედ ბულის“ წარმომადგენელს ალექს ალბონს. წლის პერსონა გახდა ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა, რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა.
წლის მომენტად აღიარეს მაქს ფერსტაპენისა და შარლ ლეკლერის ორთაბრძოლა ბრიტანეთის გრანპრის დროს.
ასევე პრიზები მოიპოვეს 2019 წელს სხვადასხვა საავტომობილო სერიის გამარჯვებულებმა:
ფორმულა E – ჟან-ერიკ ვერნი
ფორმულა 2 – ნიკ დე ვრისი
ფორმულა 3 – რობერტ შვარცმანი
WEC – ფერნანდო ალონსო, სებასტიან ბუემი, კაძუკი ნაკაჯიმა
რალი – ოტ ტანაკი