ავტოსპორტში ქალების ტურნირი გაიმართება
ავტოსპორტში ქალების ტურნირი გაიმართება

2019 წლიდან ავტოსპორტის სფეროში ახალი შეჯიბრი იწყება, რომელშიც მხოლოდ ქალი მრბოლელები მიიღებენ მონაწილეობას და ამ, ერთი შეხედვით, სასიამოვნო ინფორმაციას უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები.

რაც ყველაზე საინტერესოა, ადამიანი, რომელსაც ეს იდეა არ მოსწონს, ქალია.

ბრიტანელი მრბოლელი პიპა მენი ამბობს, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა ქალების სეგრეგაციის მცდელობა.

„ძალიან სევდიანი დღეა ავტოსპორტისთვის“, – დაწერა მენმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე, – „მათ, ვისაც ქალი მრბოლელების მხარდაჭერა ევალებათ და ამისთვის ფინანსებიც გააჩნიათ, ქალების სეგრეგაციას ირჩევენ. ძალიან ვწუხვარ, რომ ცხოვრებაში ასეთი უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯის მომსწრე გავხდი“.

მიუხედავად ამისა, ახალ ტურნირს მხარდამჭრებიც ჰყავს. ფორმულა ერთის ბრიტანელი ვეტერანი დევიდ კულტჰარდი ამბობს, რომ შეჯიბრი ქალებს შორის ტალანტის წარმოჩენას შეუწყობს ხელს და მათ პროგრესირებაში დაეხმარება.

ჩემპიონატი სახელწოდებით W Series ღიაა ნებისმიერ მსურველისთვის, თუმცა თითოეულის შესაძლებლობები სპეციალურ ტესტირებას დაექვემდებარება.

გამარჯვებული 500 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს.