ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი - შუმახერი ბრძოლას აგრძელებს
ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი - შუმახერი ბრძოლას აგრძელებს

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, „ფერარის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ჟან ტოდტმა, მოკლე კომენტარი გააკეთა „ფორმულა 1“-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

„ეს ძალიან პირადი ინფორმაციაა“, – მოჰყავს ტოდტის სიტყვები „აუტოსპორტს“, – „მიხაელი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში იმყოფება, ცხოვრობს ოჯახთან ერთად ლოზანასა და ჟენევას შორის. ის აგრძელებს ბრძოლას. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია“.

მიხაელ შუმახერმა 2013 წლის 29 დეკემბერს თხილამურებით სრიალისას მიიღო თავის მძიმე ტრავმა და დღემდე აღდგენით კურსს გადის.