ავტოსპორტი - საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი აღმართის დაძლევაში 29 სექტემბერს გაიმართება
ავტოსპორტი - საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი აღმართის დაძლევაში 29 სექტემბერს გაიმართება

29 სექტემბერს ღულელებში აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური მე-4 ეტაპი ჩატარდება, რომელშიც ერთმანეთს 25-ზე მეტი პროფესიონალი (ლიცენზირებული) ავტომრბოლელი დაუპირისპირდება.

რბოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბევრ კლასში და შეჯიბრების ბოლოს ქვეყნის ჩემპიონის ვინაობაც გაირკვევა. შეჯიბრებისთვის მოსამზადებელი პერიოდი დილის 11:00 საათიდან დაიწყება. პირველი რბოლა ჩატარდება 14:30 საათზე, მეორე – 16:00 საათზე.

დაჯილდოვების ცერემონიალი 17:00 საათიდან დაიწყება.