ავტოსპორტი | სანდრო თავართქილაძე „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპზე მასტერსის თასზე მეორე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
ავტოსპორტი | სანდრო თავართქილაძე „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპზე მასტერსის თასზე მეორე ადგილზე გავიდა #1TVSPORT

სანდრო თავართქილაძემ წარმატებით იასპარეზა „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპზე და მასტერსის თასზე მეორე ადგილი მოიპოვა. ეს შედეგი მან პირველ რაუნდში დააფიქსირა. მანამდე დავით ქაჯაიამ მეორე ადგილი დაიკავა ჩელენჯერის თასზე.

ქართველი ავტომრბოლელები „ევრონასკარის“ ისტორიაში პირველად მონაწილეობენ. სანდრო თავართქილაძე ასპარეზობს „ღია“ კატეგორიაში, ხოლო დავით ქაჯაია — „პრო“ დივიზიონში.

ვალენსიის ეტაპის მეორე რაუნდი 13 აპრილს გაიმართება. მთლიანობაში, „ევრონასკარის“ ევროპის სერიის ფარგლებში შვიდი ეტაპია დაგეგმილი.

ქართველმა მრბოლელებმა სერიაში მონაწილეობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე იტალიის ქალაქ კრემონას ავტოდრომზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.