ავტოსპორტი | დავით ქაჯაიამ „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპზე ჩელენჯერის თასზე მეორე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
ავტოსპორტი | დავით ქაჯაიამ „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპზე ჩელენჯერის თასზე მეორე ადგილი დაიკავა #1TVSPORT

დავით ქაჯაიამ „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპზე ჩელენჯერის თასზე მეორე ადგილი დაიკავა, რაც ქართული ავტოსპორტისთვის ისტორიული წარმატებაა.

ქართველი მრბოლელები — დავით ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე პირველად მონაწილეობენ „ევრონასკარში“.

ქაჯაია ასპარეზობს პრესტიჟულ „პრო“ დივიზიონში, ხოლო თავართქილაძე — „ღია“ კატეგორიაში. ვალენსიაში გამართული პირველი რბოლის შემდეგ ქაჯაიამ „ჩელენჯერის თასზე“ მეორე ადგილი დაისაკუთრა. მეორე რაუნდი 13 აპრილს ჩატარდება.

„ევრონასკარის“ სეზონი შვიდი ეტაპისგან შედგება. ქართველებმა სერია მას შემდეგ დაიწყეს, რაც იტალიაში, კრემონას ავტოდრომზე გამართულ 2025 წლის წინასასეზონო ტესტებში პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს და ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.