ავტოსპორტი | დავით ქაჯაიამ „ევრონასკარის“ ბრიტანეთის ეტაპზე „ჩელენჯერის თასი“ მოიგო #1TVSPORT

22:10, 07.06.2025

დიდ ბრიტანეთში გამართულ „ევრონასკარის“ ევროპის სერიის ეტაპზე ქართველმა ავტომრბოლელმა, დავით ქაჯაიამ „ჩელენჯერის თასზე“ პირველი ადგილი დაიკავა.

ქაჯაია ევროპის NASCAR-ის სერიაში პროფესიონალურ დივიზიონში ასპარეზობს, ხოლო მეორე ქართველი, სანდრო თავართქილაძე რბოლაში „ღია“ კატეგორიაში ჩაერთვება.

ქაჯაიამ და თავართქილაძემ ევროპის სერიაში გამოსვლის უფლება 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე მოიპოვეს, რომლებიც იტალიაში, კრემონას ავტოდრომზე ჩატარდა — მაშინ მათ პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.

„ევრონასკარის“ მიმდინარე სეზონი შვიდ ეტაპს მოიცავს.

მსგავსი