ავტორიტეტული ესპანური გამოცემა „მარკა“ – „ვალენსიამ“ მამარდაშვილის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება გამოიყენა #1TVSPORT
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა „მარკა“ – „ვალენსიამ“ მამარდაშვილის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება გამოიყენა #1TVSPORT

„ვალენსია“ მამარდაშვილის გამოსყიდვის უფლებას გამოიყენებს და ქართველი მეკარის საფასურად 850 000 ევროს გადაიხდის, მასთან კი კონტრაქტს 2024 წლამდე გააფორმებს, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით, – ამის შესახებ ავტორიტეტული ესპანური გამოცემა „მარკა“ წერს:

„ვალენსიამ“ ბოლო ნაბიჯი გადადგა მეკარე გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის ხელმოწერისა და საკუთრებაში დატოვებისთვის. კლუბმა გამოიყენა „დინამო თბილისთან“ ზაფხულში გაფორმებული სატრანსფერო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობა, ტრანსფერის 850 000 ევროდ გამოსყიდვის შესახებ. ამრიგად, ქართველი მეკარე „ვალენსიასში“ კონტრაქტით 2024 წლამდე დარჩება, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით, ხოლო მისმა მსურველმა 20 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს, თუმცა ეს თანხა ყოველწლიურად გაიზრდება. „ვალენსიამ“ ოფიციალურად გამოაცხადა ამ კვირაში, რომ აპირებს გამოიყენოს ყიდვის ოფცია და სავარაუდოდ, ამას ოფიციალურად მომდევნო რამდენიმე საათში ან დღეში გამოაცხადებს.

მამარდაშვილი ვალენსიაში ამ ზაფხულს მივიდა, რათა გაეძლიერებინა მიგელ ანხელ ანგულოს შვილობილი. თუმცა ბორდალასი მალევე აღფრთოვანებული დარჩა მეკარის ოსტატობით, რომელიც უკვე დომინირებდა წინასასეზონო ვარჯიშზე თავისი 1,97 მეტრი სიმაღლით. იასპერ სილესენისა და ჟაუმ დომენეკის ტრავმები ქართველისთვის შანსი იყო. ამხანაგურ მატჩებში მამარდაშვილმა აჩვენა, რომ მისი კარგი ვარჯიში შემთხვევითი არ ყოფილა, ახალგაზრდობისა და ელიტაში თამაშის გამოცდილების ნაკლებობის მიუხედავად.

13 აგვისტოს ლა ლიგის  სტარტმა აიძულა ბორდალასი ფსონი დაედო მამარდაშვილზე, რომელმაც პირველივე მატჩში „ხეტაფესთან“ კარგი თამაში აჩვენა. გილამონის გაძევების გამო გუნდი დაცვაში იყო, ქართველი მეკარე კი მეორე ტაიმში მხსნელად იქცა. ამის შემდეგ მამარდაშვილი ძალიან კარგად განაგრძობდა თამაშს, მაგრამ „სევილიასთან“ მატჩში გოლებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა.

როდესაც სილესენი გამოჯანმრთელდა, ბორდალასმა გააცნობიერა, რომ დრო იყო არ „გადაეწვა“ ახალგაზრდა მეკარე. სასტარტო მეკარის ადგილი ნიდერლანდელმა დაიკავა, მამარდაშვილი კი თასის მატჩშიც გაქრა, მაგრამ სექტემბერში, კლუბის ხელძღვანელებს და ბორდალასს შორის კონსენსუსის საფუძველზე გადაწყდა ყიდვის ოფციის გამოყენება მამარდაშვილის სპორტული დონისა და ფასის მიხედვით.