ავტოგოლი ბოლო წამზე და სეზონის რეკორდსმენი - „ტორპედომ“ გასვლაზე ქულა გადაარჩინა
ავტოგოლი ბოლო წამზე და სეზონის რეკორდსმენი - „ტორპედომ“ გასვლაზე ქულა გადაარჩინა
ქუთაისის „ტორპედომ“ ბოლო წამებზე მოახერხა თამაშის გადარჩენა და ქულის მოპოვება. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილები კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონს, საჩხერის „ჩიხურას“ ესტუმრნენ და შეხვედრა ანგარიშით 1:1 დააასრულეს.
 
მთავარი მოვლენები ბოლო წუთებზე მოხდა.
87-ე წუთზე, გიორგი კორიფაძის ფლანგური გადაცემა ლაშა ჩიკვაიძემ „ტორპედოს“ კარის აღებით დაასრულა, მაგრამ 90+3 წუთზე, საჯარიმოში გიორგი კიკნაძის მიერ ჩაკიდებული ბურთი „ჩიხურას“ მცველ შოთა კაშიას აეჭრა და მასპინძელთა კარში შევარდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩისწინა ვარჯიშზე ქუთაისელთა მეკარე ლევან შოვნაძეს კუნთი დაეჭიმა და ის მეკარე დავით ასათიანმა შეცვალა, რომელიც 16 წლისა 5 სექტემბერს გახდა და ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მოედანზე გასული ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია. რაც შეეხება გუნდის მთავარ მეკარეს – როინ კვასხვაძეს, ის ტრავმირებულია და მოედანს მალე დაუბრუნდება.
27-ე ტური შაბათ-კვირას გაგრძელდება.
შაბათი, 14 სექტემბერი
დილა – რუსთავი
18:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი
დინამო ბთ – ლოკომოტივი
20:00. ანგისა – ბათუმი
კვირა, 15 სექტემბერი
ვიტ ჯორჯია – დინამო თბ
18:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი
დატოვე კომენტარი