ავთანდილ კენჭაძე - ძლიერები არ ძალადობენ [ვიდეო]
ავთანდილ კენჭაძე - ძლიერები არ ძალადობენ [ვიდეო]

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი ავთანდილ კენჭაძე, კამპანიას „ძლიერები არ ძალადობენ“ შეურთდა.

რამდენიმე დღის წინ, ბუდაპეშტში დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი ქართველი ფალავანი, იმ სპორტსმენთა რიცხვს შეურთდა, რომლებიც ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

„სიამოვნებით ვუერთდები კამპანიას „ძლიერები არ ძალადობენ“, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით დაჩაგრავ, ძალადობა ნებისმიერი ფორმით სისუსტეა. ერთად შევაჩეროთ ბულინგი. დაიწყე საკუთარი თავით, შემოუერთდი ჩვენს გუნდს დღეს. ჩვენ ეს შეგვიძლია!“ – ამბობს ავთანდილ კენჭაძე ვიდეომიმართვაში.