ავთანდილ ასათიანი - სლოვაკეთთან ევრო 2026-ის პლეი ოფის შეხვედრისთვის მზად ვართ #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანი - სლოვაკეთთან ევრო 2026-ის პლეი ოფის შეხვედრისთვის მზად ვართ #1TVSPORT

ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა სლოვაკეთთან მოახლოებულ ევრო 2026-ის პლეი ოფის შეხვედრაზე, რომლის გამარჯვებულიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ გუნდი მატჩისთვის მზადაა.

„არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი ვითამაშეთ და ბიჭები ნამდვილად გაიზარდნენ. რვადღიანი შეკრება ძალიან ნაყოფიერი გამოდგა – ტაქტიკურადაც და თეორიულადაც. ვფიქრობ, ხვალინდელი თამაშისთვის მზად ვართ.

ჩვენი გულშემატკივრის დიდი იმედი მაქვს, რადგან მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. ამიტომ მოვუწოდებ და ვთხოვ ყველას, რომ ხვალ გვერდში დაგვიდგნენ და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ერთად დავიმსახუროთ“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.

ავთანდილ ასათიანის გუნდი სლოვაკეთის ნაკრებთან თბილისურ მატჩს 18 სექტემბერს, 20:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გიმართავს. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ. საპასუხო შეხვედრა 23 სექტემბერს სლოვაკეთში ჩატარდება.