ავთანდილ ასათიანი - საქართველოს ნაკრებს ასეთი რთული შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია
ავთანდილ ასათიანი - საქართველოს ნაკრებს ასეთი რთული შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდის პირველ შეხვედრაში ჯგუფის მასპინძელ პოლონეთთან იმარჯვა – 3:2.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა.
„მიუხედავად შედეგისა, პირველი ტაიმი მოწინააღმდეგის უპირატესობით ნამდვილად არ წარმართულა. უფრო მეტიც, ვიტყოდი, რომ ბიჭებმა სასწაულად ითამაშეს. მეორე ნახევარში ბურთის ფლობა დავთმეთ, რადგან კონტრშეტევაზე ავაგეთ თამაში. ძალიან ბევრი მომენტიც შევქმენით და ურთულეს მატჩში ვიმარჯვეთ. რაც ნაკრების მწვრთნელი ვარ, საქართველოს ასეთი რთული შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია“ – ამბობს ავთანდილ ასათიანი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მომდევნო მეტოქე ჯგუფის ფავორიტი ესპანეთია. მატჩი დღეს, 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.