ავთანდილ ასათიანი - საქართველოს ფუტსალის ნაკრებში ლეგიონერების დამატებას არც ევრო 2026-ზე და არც შემდეგ აღარ ვაპირებთ #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანი - საქართველოს ფუტსალის ნაკრებში ლეგიონერების დამატებას არც ევრო 2026-ზე და არც შემდეგ აღარ ვაპირებთ #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრებში ლეგიონერებს არ მიიწვევენ – განაცხადა პირველ არხთან ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. 2022 წელს გუნდის ბირთვს ლეგიონერები შეადგენდნენ, ახლა კი მთლიანად საქართველოში გაზრდილებითაა დაკომპლექტებული.

„ლეგიონერების დამატება? ეს გამორიცხულია – ბიჭები დაფრინავენ. ბრაზილიელებთან დაკავშირებით მომხდარი უსიამოვნების შემდეგ ნამდვილად არ გვსურს, რომ მსგავსი პრობლემები განმეორდეს.

მაგრამ ასეთი მიდგომის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საგზური ქართველმა ბიჭებმა მოიპოვეს და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე თამაშიც დაიმსახურეს. სელექცია მუდმივი პროცესია და ცვლილებას წინასწარ ვერავინ გამორიცხავს. მაგრამ ევროპაზე იმ ბირთვით გავალთ, რომელმაც ეს შესარჩევი ციკლი გაიარა“, – აცხადებს ავთანდილ ასათიანი.