ავთანდილ ასათიანი – საქართველო მეტოქეებზე ერთი თავით მაღლა იდგა

16:43, 02.02.2020
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წინასწარი რაუნდის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
 
თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრებში ავთანდილ ასათიანის გუნდმა სამივე მეტოქე დაამარცხა და პირველობის შანსი არავის დაუტოვა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა განვლილი ეტაპი შეფასა.
„ამ შეხვედრებში გამოჩნდა, რომ მეტოქეებზე ერთი თავით მაღლა ვიდექით. მერამდენე შესარჩევი ციკლია, როდესაც ჯგუფში პირველ ადგილზე გავდივართ. მადლობა ბიჭებს, მათ ეს დავალება შეასრულეს – პლეი ოფის თამაში და ზედმეტი ნერვიულობა ნამდვილად არ გვინდოდა. ფუტსალის მიმართ ასეთი ინტერესისა და თანადგომისთვის მადლობა მიდნა გადავუხადო გულშემატკივარსა და მედიას. ჩვენ კი მადლობას გულიანი თამაშებით გადავიხდით. მაგრამ საქართველოს ნაკრების მთავარი ბრძოლები და შემდეგი ეტაპი წინააა, რომლის გამარჯვებულებიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ“ – ამბობს ავთანდილ ასათიანი.

მსგავსი