ავთანდილ ასათიანი - ლიეტუვასთან ფრე კატასტროფა არაა, რადგან კანდიდატებს ვაკვირდებით #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანი - ლიეტუვასთან ფრე კატასტროფა არაა, რადგან კანდიდატებს ვაკვირდებით #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ლიეტუვასთან გამართული ორი ამხანაგური მატჩი შეაფასა – პირველი „ჯვაროსნებმა“ 2:0 მოიგეს, მეორე მატჩი კი 2:2 დაასრულეს.

„მეორე შეხვედრაში ფრე კატასტროფა არ არის, რადგან ეს მატჩები უფრო მოთამაშეებზე დასაკვირვებლად გამოვიყენეთ და როტაცია ჩავატარეთ. მწვრთნელებს გვაინტერესებდა, რომელი ოთხეული შეიძლებოდა გამოგვეყენებინა, რამ გაამართლა და არ გაამართლა. ამ მატჩებიდან დასკვნებს გამოვიტანთ და იმ მიკრო-შეცდომებს, რაც ლიეტუვასთან გამოჩნდა, ვფიქრობ, მაქსიმალურად გამოვასწორებთ“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, საქართველოს ჩემპიონატში დასაქმებულ მოთამაშეებს თავის გამოჩენის შანსი კიდევ მიეცემათ.

„შემდეგ ამხანაგურ შეხვედრებშიც მაქსიმალურად მივცემთ შანსებს იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდათ. აუცილებელია, რომ ყველას დავაკვირდეთ, რადგან იანვარში, როდესაც ნიდერლანდებში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, შემადგენლობაში საუკეთესოები მოხვდნენ. მოკლედ, ჩვეულებრივი პროცესია, მუშაობას გავაგრძელებთ და იმედია, იანვარში ფორმის პიკში ვიქნებით“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა – ფინალური ეტაპი 2022 წლის იანვარში ნიდერლანდებში გაიმართება.