ავთანდილ ასათიანი - კარგია, რომ თამაშის შემობრუნება მოვახერხეთ #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანი - კარგია, რომ თამაშის შემობრუნება მოვახერხეთ #1TVSPORT

ავთანდილ ასათიანმა რუმინეთთან ჩატარებულ მეორე ამხანაგურ შეხვედრაზე (4:4) ისაუბრა, რომელიც გუნდმა პირველისგან განსხვავებით (4:1) ვერ მოიგო. საქართველოს ფუტსალის ნაკრები პირველ ტაიმში 0:3-ს აგებდა, მაგრამ საბოლოოდ, თამაში შემოატრიალა.

ფუტსალის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პირველი ტაიმის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

„ევროპის ჩემპიონატამდე ამხანაგური მატჩების გამართვას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამ შეხვედრებმა ნაკლი უნდა დაგვანახოს. პირველი ტაიმის ჩავარდნაში ჩემი დიდი წვლილი იყო, რადგან გუშინდელი მოგების შემდეგ მოთამაშეების მოტივირება ვერ შევძელი“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა, შესვენებაზე მოთამაშეებს რა უთხრა.

„ბიჭებს ავუხსენი, რომ ამ თამაშის შემობრუნება შეიძლებოდა. კარგია, რომ ეს მოვახერხეთ, რაც ჩვენთვის ფსიქოლოგიურად ძალიან კარგია, რადგან შეიძლება ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ვაგებდეთ, მაგრამ უნდა გვქონდეს იმის რწმენა, რომ ყველა თამაშის შემოტრიალება შესაძლებელია. ასე რომ პოზიტივს ამ თამაშშიც ვიპოვით. თუმცა, პირველ ტაიმში ჩავარდნა გვქონდა და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს“.