ავთანდილ ასათიანი - ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის ყოფნა ძალიან საამაყოა #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანი - ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის ყოფნა ძალიან საამაყოა #1TVSPORT

ავთანდილ ასათიანის შეფასებით, განვლილი 2022 წელი ქართული ფეხბურთისთვის წარმატებული იყო, – ამის შესახებ ფუტსალის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე წელს პირველად ითამაშა – ასათიანის გაწვრთნილებმა პლეი ოფში გასვლა და ევროპის რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა მოახერხეს.

„ქართული ფუტსალისთვის 2022 წელი მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო, რადგან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ვითამაშეთ და პლეი ოფში გავედით. ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ძალიან საამაყოა.

ბედნიერი ვარ, რომ ამ ბიჭებთან ერთად ვიმუშავე და ისიც, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ეს შრომა დააფასა და ჯილდო გადმომცა, რომელიც მთლიანად გუნდზე გადანაწილდება.

დარწმუნებული ვარ, წარმატებისთვის ეს გუნდური შრომა მომავალშიც გაგრძელდება, რაც განვითარებისა და წინსვლის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს პირველ არხთან.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე წარმატებით გამოსვლისთვის GFF Awards 2022-ზე სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა, რომელიც ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ავთანდილ ასათიანს გადაეცა.