ავთანდილ ასათიანი - 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა შეგვიძლია
ავთანდილ ასათიანი - 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა შეგვიძლია

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუსეთთან ევროშესარჩევ ჯგუფში ჩატარებულ შეხვედრაზე (0:4) კომენტარი გააკეთა და ქართველ გულშემატკივარს წაგებისთვის ბოდიში მოუხადა.

„ჩვენს გულშემატკივარს ამ ანგარიშის გამო ბოდიში მინდა მოვუხადო. მაგრამ მე მათ ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს შეცდომები გამოვასწოროთ და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ. ადრეც ვიძახდი და ახლაც გავიმეორებ, რომ საქმე გვქონდა ძალიან მაღალი კლასის გუნდთან, რომელთანაც თამაში ძალიან ძნელია. გამოჩნდა, რომ კლასით ძალიან მაღლა იყვნენ. ჩვენ ნამდვილად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ეს არაა ჩვენი დონე. ბრძოლა კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის შეგვიძლია. შემდეგი ორი მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია და სასურველი ანგარიშით უნდა დავასრულოთ. ჯგუფიდან ორი გუნდი გადის და მეორე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჩემს გუნდს ამის ძალა გააჩნია – ამაში 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 5 მარტს თბილისში გამართავს – ავთანდილ ასათიანის გუნდი სომხეთს უმასპინძლებს, 10 მარტს გასვლაზე შეხვდება, ხოლო 9 აპრილს თბილისში საფრანგეთს დაუპირისპირდება.