ავსტრიული გამოცემა - ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი აქვს
ავსტრიული გამოცემა - ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი აქვს

საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს შემადგენლობაში ესტონეთთან თამაშის წინ რამდენიმე იძულებითი ცვლილების განხორციელებამ მოუწია. შეკრებაზე გამოძახებული იყო ავსტრიული „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელიც საქართველოში ვერ ჩამოვიდა.

ამის მიზეზი კორონავირუსია. ავსტრიული გამოცემა Sturmnetz.at წერს, რომ ოთარ კიტეიშვილი და ფილიპ ჰუსპეკი „შტურმთან“ ერთად ვერ ვარჯიშობენ, რადგან მათმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი უჩვენა. ავსტრიელები იქვე წერენ, რომ მათი მდგომარეობა ნორმალურია და მალე ჩვეულ საწვრთნელ რეჟიმს დაუბრუნდებიან.