ავსტრიული გამოცემა – კიტეიშვილის ტრავმის სიმძიმე გრაცში მისი დაბრუნების შემდეგ დადგინდება #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი საქართელოს ნაკრების შეკრებაზე ჩავიდა, მაგრამ ავსტრიაში დაბრუნდება და გაირკვევა, რა სირთულის ტრავმა მიიღო – ამის შესახებ ავსტრიული გამოცემა Kleinezeitung-ი წერს.
„შტურმის“ ორი მთავარი ლიდერი – ჯონ გორენც სტანკოვიჩი და ოთარ კიტეიშვილი „გრაცერთან“ მატჩის დროს დაშავდნენ და შეცვალეს. კიტეიშვილმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა და საქართველოს ნაკრებს თურქეთსა და ბულგარეთთან მატჩებში ვერ დაეხმარება.
29 წლის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მაინც გაემგზავრა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ის უახლოეს დღეებში გრაცში დაბრუნდება. შემდგომი გამოკვლევები დაადგენს ტრავმის სიმძიმის ხარისხს და გაირკვევა, რამდენი ხანი მოუწევს „შტურმს“ კიტეიშვილის გარეშე თამაში“, – წერს ავსტრიული გამოცემა.