ავსტრიულ ზალცბურგსა და მიონხენგლადბახის ბორუსიას მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელები ეყოლებათ
ავსტრიულ ზალცბურგსა და მიონხენგლადბახის ბორუსიას მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელები ეყოლებათ

ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მოთამაშე ჯესი მარში ზალცბურგის მთავარი მწვრთნელი ხდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება თავად ავსტრიული კლუბის ხელმძღვანელობამ გააკეთა. მარში ამჟამად გერმანული ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბ ლაიპციგის მთავარი მწვრთნელის ასისტენტია და ავსტრიაში მომავალი სეზონიდან შეუდგება საქმეს.

რაც შეეხება ზალცბურგის ახლანდელ მთავარ მწვრთნელს, ეს არის მარკო როზე, რომელიც მიონხენგლადბახის ბორუსიაში გადადის, სადაც სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

„ნამდვილად გახარებული ვარ ამ ამბით და ჩემთვის დიდი პატივია ასეთ შესანიშნავ კლუბში მუშაობის დაწყება“, – აცხადებს მარში, რომლის მიზანია დაასრულოს ზალცბურგის 11-წლიანი უიღბლო სერია, რომლის დროსაც ავსტიული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს ვერც ერთხელ ვერ გასცდა.

სამაგიეროდ, აღსანიშნავია, რომ გუნდმა გასულ სეზონში ევროპა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია.