ავსტრიის ვადამდელ არჩევნებში სებასტიან კურცის „სახალხო პარტია“ ლიდერობს

01:43, 30.09.2019

ავსტრიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 38.4 პროცენტით სებასტიან კურცის კონსერვატიული „სახალხო პარტია“ ლიდერობს. მეორე ადგილზე არიან სოციალ-დემოკრატები 21.5 პროცენტით, მესამეზე კი ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიაა“ 17.3 პროცენტით. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელიც საარჩევნო პროცესზეა პასუხისმგებელი.

სავარაუდო კოალიციურ პარტნიორებზე საუბრისას სებასტიან კურცმა თქვა, რომ მზად არის, მოლაპარაკებები აწარმოოს პარლამენტში მოხვედრილ ყველა პარტიასთან.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ნორბერტ ჰოფერმა აღნიშნა, რომ მისი პარტია ოპოზიციაში მიდის. პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ ავსტრიის ყოფილმა კანცლერმა კოალიცია შესაძლოა, მწვანეებთან შეკრას.

მსგავსი