ავსტრიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯაშუშზე ინფორმაცია მეგობარი სახელმწიფოსგან მიიღეს
ავსტრიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯაშუშზე ინფორმაცია მეგობარი სახელმწიფოსგან მიიღეს

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პოლკოვნიკის შესახებ ინფორმაცია ავსტრიულ მხარეს ბრიტანეთმა მიაწოდა. ამის შესახებ გამოცემა Kleine Zeitung – ი  ავსტრიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯაშუშის შესახებ ინფორმაცია „მეგობარი სახელმწიფოსგან“ მიიღეს. ავსტრიაში დაკავებული შეიარაღებული ძალების ყოფილი პოლკოვნიკი რუსეთის სასარგებლოდ სადაზვერვო საქმიანობას 20 წლის განმავლობაში ეწეოდა. ჯაშუშობის ბრალდებით ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავებასთან დაკავშირებით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის წარმომადგენელი დაიბარეს. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა .

ქვეყნის პროკურატურამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.