ავსტრიის ქალაქ გრაცის საქალაქო საბჭოს არჩევნებში, ზედიზედ მეორედ, კომუნისტურმა პარტიამ გაიმარჯვა

11:47, 29.06.2026

ავსტრიის სიდიდით მეორე ქალაქის, გრაცის საქალაქო საბჭოს არჩევნებში გამარჯვება, ზედიზედ მეორედ, ავსტრიის კომუნისტურმა პარტიამ მოიპოვა.

კომუნისტებმა ხმათა 35.63 პროცენტი მიიღეს და 48-ადგილიან საბჭოში 18 მანდატი მოიპოვეს.

პარტიის ასეთ წარმატებას საბინაო პოლიტიკას უკავშირებენ. 2021 წელს, ქალაქის მერად კომუნისტი ელკე კარის არჩევის შემდეგ, რომელიც მანამდე საბინაო პოლიტიკისა და ურბანული მშენებლობების სფეროში მუშაობდა, პარტიამ სწორედ ამ საკითხებზე მიმართა აქცენტი და ღია პოპულიზმისა და ოპონენტებთან პოლემიკისთვის თავის არიდებამ მათ ამომრჩევლებში წარმატება მოუტანა.

გრაცის საქალაქო საბჭოს არჩევნებში დამარცხდნენ და მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდნენ მემარჯვენე-პოპულისტები, რომლებიც ზოგადად პოპულარობით სარგებლობენ ქვეყანაში, მაგრამ გრაცში ნაკლებად.

ხმათა რაოდენობით მეორე ადგილზე გავიდნენ კონსერვატორები, მესამეზე კი „მწვანეები“.

მსგავსი