ავსტრიის კანცლერი ვლადიმერ პუტინს შეხვდება
ავსტრიის კანცლერი ვლადიმერ პუტინს შეხვდება

კიევსა და ბუჩაში ვიზიტის შემდეგ, ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი 11 აპრილს მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის კანცლერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ხვალ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შევხვდები. ჩვენ სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალური ვართ, მაგრამ გვაქვს მკაფიო პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მიმართ. ის უნდა გაჩერდეს! საჭიროა ჰუმანიტარული დერეფნები, ცეცხლის შეწყვეტა და ომის დანაშაულების სრული გამოძიება“, – აცხადებს ავსტრიის კანცლერი.