ავსტრიის კანცლერი აცხადებს, რომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით უნდა მიენიჭოს, თუკი მიენიჭებათ სხვა განმცხადებლებსაც
ავსტრიის კანცლერი აცხადებს, რომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით უნდა მიენიჭოს, თუკი მიენიჭებათ სხვა განმცხადებლებსაც

ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინას იმ პირობით უნდა მიენიჭოს, თუ სხვა განმცხადებლებს – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და მოლდოვას ასევე მიენიჭებათ სტატუსი. ავსტრიული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან ტალინში, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ავსტრიისთვის არის „პირობა“, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი თუ მიენიჭება, იგივე ეხება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და მოლდოვის რესპუბლიკას“, – აღნიშნა ნეჰამერმა.

ნეჰამერმა განმარტა, რომ ეს წინადადება არა მისგან, არამედ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისგან წამოვიდა. მედიის ცნობით, აქვე ის „ამ დისკუსიაში სამართლიანობის მოწოდებით“ გამოვიდა და დაასახელა „ყველაზე ცუდი მაგალითი, თურქეთის კანდიდატის სტატუსი, რომელიც 59 წელი გაგრძელდა“.​ ნეჰამერმა აღნიშნა თურქეთის პირველი განაცხადი „ევროპის ეკონომიურ თანამეგობრობაში“ (EEC), რომელიც 1960-იან წლებში გაკეთდა. ხოლო ამჟამად ოფიციალურ ანკარას კანდიდატის სტატუსი 1999 წლიდან აქვს, როდესაც ევროკავშირის წევრობისთვის მეორე განაცხადი 1987 წელს წარადგინა. თურქეთის გარდა ევროკავშირის წევრობის კიდევ ოთხი კანდიდატი არიან ჩრდილოეთ მაკედონია, რომელმაც განაცხადი 2004 წელს წარადგინა, მონტენეგრო, რომელმაც 2008 წელს წარადგინა, ალბანეთი და სერბეთი, რომლებმაც 2009 წელს წარადგინეს განაცხადები.