ავსტრიის ბუნდესლიგაში ლოჩოშვილმა გამორჩეული მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგაში ლოჩოშვილმა გამორჩეული მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მორიგი სრული მატჩი ჩაატარა და როგორც მატჩის შემდეგ შეფასებებიდან გაირკვა, „ვოლფსბერგერში“ ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

საქართველოს ნაკრების 22 წლის მცველმა 90 წუთი ითამაშა „ადმირასთან“ გასვლით მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა მოიგო. კლუბმა მიხაილ ლენდლის მიერ გატანილი გოლით, მატჩის მიწურულს, 82-ე წუთზე მოიგო.

ლუკა ლოჩოშვილი გუნდში გამორჩეული იყო – ანალიტიკურმა ვებგვერდმა, „სოპასქორმა“ ქართველ მცველს ძალიან მაღალი შეფასება, 8:0 ქულა დაუწერა. ეს მატჩის მონაწილეთა შორის მეორე შეფასებაა გოლის ავტორის, ლენდლის შემდეგ, რომელსაც გადამწყვეტი გოლის გატანა 8,5 ქულით დაუფასეს.

ამ მოგებით, „ვოლფსბერგერმა“ 27 ქულა დააგროვა და ოთარ კიტეიშვილის „შტურმს“ (24) გადაასწრო, მაგრამ გრაცელებს ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული, ტურის შეხვედრას კი დღეს ვენაში „ავსტრიასთან“ გამართავენ. ქართველი ნახევარმცველი ტრავმის გამო „შტურმს“ ვერ დაეხმარება.

მეორე ბუნდელსიგაში ლევან ელოშვილის „კაპფენბერგი“ „ლიფერინგს“ ესტუმრა და 3:2 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 78 წუთი ითამაშა. მისი გუნდი 16-გუნდიან ჩემპიონატში 17 ქულით მე-19 პოზიციაზეა. ელოშვილი 4 გოლით და 2 საგოლე გადაცემით, მეორე ბუნდესლიგის ტოპ-ფეხბურთელებში მე-17 ადგილზეა.