ავსტრიაში მომავალი კვირიდან მკაცრი კარანტინი ამოქმედდება
ავსტრიაში მომავალი კვირიდან მკაცრი კარანტინი ამოქმედდება

ავსტრიაში მომავალი კვირიდან მკაცრი კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის კანცლერის, სებასტიან კურცის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გარდიანი“ წერს, რომ ავსტრიაში აუცილებელი მაღაზიების გარდა ყველა სხვა ტიპის მაღაზია დაიკეტება, ხოლო ქვეყანაში დაწესებული კომენდანტის საათის მაგივრად, მოსახლოებას სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლება.

ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, ავსტრიის მოქალაქეებს სახლის დატოვება სამსახურის, აუცილებელი საყიდლების შესაძენად და ვარჯიშის მიზნით შეეძლებათ.

კურცმა მოსახლოებას შესაძლებლობის შემთხვევაში სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდა,
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ავსტრიაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 190 000-ზე მეტი შემთხვევა, მათ შორის 1 600-ზე მეტი ლეტალური აღმოჩნდა.