ავსტრიაში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ვირუსის ახალ შემთხვევებს გადააჭარბა

20:20, 05.04.2020

ავსტრიაში ახალი კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ვირუსის ახალ შემთხვევებს გადააჭარბა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 270-ით გაიზარდა, ვირუსისგან კი 491 პაციენტი განიკურნა.

„გვაქვს დამაიმედებელი მონაცემები, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ, თავი შევიკავოთ აღდგომის დღესასწაულზე შეკრებისგან“, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, რუდოლფ ანშოფერმა.

განცხადება გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც. „თუ აღდგომის კვირის განმავლობაში შევინარჩუნებთ დისციპლინას, დარწმუნებული ვარ, აღდგომის შემდეგ ფრთხილად დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა სებასტიან კურცმა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 11 897 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით 204 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი