ავსტრიაში კარანტინის რეჟიმი დღეიდან კიდევ უფრო შემსუბუქდება
ავსტრიაში კარანტინის რეჟიმი დღეიდან კიდევ უფრო შემსუბუქდება

ავსტრიაში დღეიდან კარანტინის რეჟიმი კიდევ უფრო შემსუბუქდება – მოქალაქეებს ქუჩაში გასვლის უფლება განსაკუთრებული საჭიროებისა და მიზეზების დასახლების გარეშეც შეეძლებათ.

მიუხედავად ამისა, საჯარო სივრცეებში მოქალაქეებს ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა მაინც მოუწევთ. 10 ადამიანზე მეტის შეკრება დაუშვებელი იქნება.

ავსტრიაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“ 15 ათასს ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 580 ადამიანი.

მაისის შუა რიცხვებში ავსტრიაში რესტორნების გახსნა იგეგმება. უკვე 29 მაისიდან მუშაობას განაახლებენ აუზები და სპორტული დარბაზები.