ავსტრიაში ევროპარლამენტის არჩევნებზე ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ გაიმარჯვა

02:51, 10.06.2024

ავსტრიაში ხმების უმეტესი ნაწილის დათვლის შემდეგ ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ გაიმარჯვა, რომელმაც ხმათა 25,5 პროცენტი მიიღო.

მეორე ადგილზეა კონსერვატიული სახალხო პარტია 24,7 პროცენტით, ხოლო მესამეზე – სოციალ-დემოკრატები 23,3 პროცენტით.

მწვანეებს 10,9 პროცენტი აქვთ, ხოლო ლიბერალურ „ნეოსს“ 10,1 პროცენტი. კომუნისტებმა 2,9 პროცენტი მიიღეს, ხოლო პარტია DNA-მ – 2,7 პროცენტი.

მსგავსი